სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტი
პაატა ჭიპაშვილი
თანამდებობა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტი
იხილეთ სრულადდეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის, რაციონალური გამოყენებისა და
დაცვის მიზნით მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და
უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელება;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მიზნით საერთაშორისო
გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;
ე) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში მიზნობრივი პროექტების/პროგრამების
განხორციელება და ანალიზი;
ვ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის ჩატარების, ქარსაფარი ზოლის
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო
ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში
მონაწილეობა და განხორციელება;
ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შემუშავებისა და
დამტკიცებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი
ზოლის მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის
მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით
გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების
განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო
ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ნ) ქარსაფარი ზოლისა და საძოვრების აღრიცხვის სისტემის შექმნისა და მართვის უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარის გაცემასთან დაკავშირებული
ღონისძიებების უზრუნველყოფა;
პ) საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებების
საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხვა/ინვენტარიზაციის
განხორციელება;
ჟ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების
გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ს) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.