საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

ფუნქციები:  

  • მიწის ბალანსის შედგენა,
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
  • მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

უფლებამოსილებები:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული მიწის ნაკვეთების აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და   განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
  • ნიადაგის ნაყოფიერების შეფასების მიზნით ლაბორატორიული კვლევის ანალიზის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ცნობისა და სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერის საფუძველზე, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და გაცემა;
  • „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარის უფლებით გაცემული  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების თაობაზე ინფორმაციის გაცემა;
  • გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;
  • ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება, ასევე ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება;
  • ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე მისი მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის  მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა და ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების  რაციონალურად გამოყენების, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საძოვრების დეგრადაციის პრევენციის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება;
  • დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და  საძოვრების რუკების მომზადება-დანერგვის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო და  აერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და  განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
  • მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის  მონაცემების დეშიფრირება, განახლებული ორთოფოტოგეგმების საფუძველზე, მათი სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიწის ბალანსის შედგენა;
  • გეომონაცემთა ბაზების განახლება, მონაცემების ცვლილებებისა და განახლების ანალიზი,  მონაცემთა შედარება;
  • მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესრულება;
  • მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;
  • სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვა, დაცვა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან გრანტის მიღება და მიღებული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე და დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ზევით ასქროლვა