დებულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიწის მდგრადი
მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“. სააგენტოს
ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Legal Entity of Public Law – The National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“.
3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი
სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და
მოპასუხედ.
4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
6.სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ემბლემა, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, 0159, ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №34.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 5 ივნისის ბრძანება №2-427 - ვებგვერდი, 06.06.2023წ.
მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) მიწის ბალანსის შედგენა,
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
გ) მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
2. სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის
შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული მიწის ნაკვეთების აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
დ) ნიადაგის ნაყოფიერების შეფასების მიზნით ლაბორატორიული კვლევის ანალიზის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ცნობისა და სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერის საფუძველზე, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და გაცემა;
ე) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო
პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464
დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე
ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარის უფლებით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების თაობაზე ინფორმაციის გაცემა;
ვ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების
გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ზ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;
თ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში
მონაწილეობა და განხორციელება, ასევე ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის
შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება;
კ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება და
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე მისი მოვლის და დაცვის ღონისძიებების
უზრუნველყოფა;
მ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა და ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ნ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ო) კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან
დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი)წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
პ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების,
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საძოვრების დეგრადაციის პრევენციის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება;
ჟ) დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და საძოვრების რუკების მომზადება-დანერგვის მიზნითშესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
რ) საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით ან/და
შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში
აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო და საერთაშორისო
პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
ს) მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის მონაცემების დეშიფრირება, განახლებული
ორთოფოტოგეგმების საფუძველზე, მათი სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიწის ბალანსის შედგენა;
ტ) გეომონაცემთა ბაზების განახლება, მონაცემების ცვლილებებისა და განახლების ანალიზი,
მონაცემთა შედარება;
უ) მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება და საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესრულება;
ფ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
ქ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;
ღ) სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვა, დაცვა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით;
ყ) საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
შ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან გრანტის მიღება და მიღებული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჩ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე და დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ც) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება;
ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოში შესაძლებელია შეიქმნას სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს სამინისტროსთან შეთანხმებით ინდივიდუალ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №2-834 - ვებგვერდი, 09.11.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან
ურთიერთობისას, სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს, უზრუნველყოფს სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;
გ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სტრუქტურული
ქვედანაყოფების მიკუთვნებულ უფლებამოსილებებზე შესაბამის ინსტრუქციებს, შინაგანაწესს,
საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოებს;
დ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება
სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს);
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სათათბირო საბჭოს და
ამტკიცებს მის შემადგენლობას და საქმიანობის წესს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებებსა და საქმიანობის სფეროებს
განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას
ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 18.01.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №2-744 - ვებგვერდი,
11.09.2024წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 22 იანვრის ბრძანება №2-15 - ვებგვერდი, 22.01.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მიწის საინფორმაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ა.ა) გეოინფორმაციული მონაცემების მართვის სამმართველო;
ა.ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.
ბ) სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ბ.ა) ქარსაფარი ზოლების მართვის სამმართველო;
ბ.ბ) საძოვრების მართვის სამმართველო;
ბ.გ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის სამმართველო.
გ) მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
გ.ა) მიწათსარგებლობის მონიტორინგის სამმართველო;
გ.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო.
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
დ.ბ) საქმისწარმოების სამმართველო.
ე) საფინანსო დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ე.ა) საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
ე.ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
ვ) იურიდიული დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ვ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 5. მიწის საინფორმაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება;
ბ) მიწის ბალანსის შედგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკადასტრო მონაცემების,
სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავება;
დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული კამერალური საკადასტრო
სამუშაოების შესრულება;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის
შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
თ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, როგორც მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის ორგანიზება;
ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვისა და მიწათსარგებლობასთან
დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების
დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
კ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ლ) საინვესტიციო გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) მიწის რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება და მართვის უზრუნველყოფა;
ნ) მიწათდაფარულობისა და მიწათსარგებლობის მონაცემთა ბაზის ფორმირება, სხვადასხვა
ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციული ნაკადების ინტეგრირება;
ო) სატელიტური სურათების დამუშავებით მიწათსარგებლობის მონიტორინგი;
პ) თანამგზავრული გადაღებების შედეგად მიღებული მასალების დეშიფრირება;
ჟ) მიწის საინფორმაციო სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა და ინტერგაცია სააგენტოსა და სამინისტროში არსებულ, ასევე სხვა სამინისტროების მონაცემთა ბაზებთან, ამ ბაზების მართვის სისტემებთან;
რ) გეომონაცემთა ბაზის ძველი ვერსიების შენახვა/დაარქივება;
ს) საარქივო მონაცემების აციფრვა, სივრცულ ფორმატში დამუშავება, ელექტრონული ასლების შექმნა და მართვა, ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ტ) მონაცემთა ბაზის შიდა მართვის სისტემიდან მონაცემების ერთიანი განახლება;
უ) „მიწის საინფორმაციო სისტემის მართვა, ელექტრონული პროგრამების განვითარება, მათში
დაცული მონაცემების დამუშავება, ელექტრონული სერვისების საშუალებით მონაცემების მიღება და გაცემა;
ფ) სტატისტიკური მონაცემების სისტემის შექმნა და მათი ანგარიშების მომზადება;
ქ) მონაცემთა ერთიანი ბაზის განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
ღ) თემატური ინფორმაციების და რუკების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი
გამოქვეყნების ან/და გამოცემის ორგანიზება;
ყ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში
არსებული (შექმნილი, დაცული) საკადასტრო ინფორმაციის მომზადება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის რესურსების დაცვასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება;
ჩ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ც) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და
უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელება;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;
ე) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში მიზნობრივი პროექტების/პროგრამების
განხორციელება და ანალიზი;
ვ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის ჩატარების, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში
მონაწილეობა და განხორციელება;
ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შემუშავებისა და
დამტკიცებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების
განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო
ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ნ) ქარსაფარი ზოლისა და საძოვრების აღრიცხვის სისტემის შექმნისა და მართვის უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარის გაცემასთან დაკავშირებული
ღონისძიებების უზრუნველყოფა;
პ) საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებების
საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხვა/ინვენტარიზაციის
განხორციელება;
ჟ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების
გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ს) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 7. მონიტორინგის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი;
ბ) მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა;
გ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საველე საკადასტრო სამუშაოების შესრულება;
ე) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ინსპექტირება და მონიტორინგი;
ვ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მიწათსარგებლობის საველე მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ზ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად
შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დასკვნის მომზადება და კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
თ) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების შესრულების
მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;
ი) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში
გაფორმებული იჯარის/სამეურნეო მართვის ხელშეკრულებებით მოიჯარის/სამეურნეო მმართველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგი)
კ) სააგენტოს მიერ მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დასკვნის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
მ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და დაცვა, კომპიუტერული
ტექნიკითა და ქსელით შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავება;
გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად მუშაობის
უზრუნველყოფა, გადაადგილების მარშრუტებისა და ტექნიკური მომსახურების კონტროლი;
დ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ინვენტარის შენახვის, გაცემისა და დაბრუნების პროცესების
მართვა;
ე) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;
ვ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;
თ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-განაწილება და მისი შესრულების კონტროლი;
ი) სააგენტოში შრომის უსაფრთხოების დაცვა;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ლ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 81. საფინანსო დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი;
გ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტების, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა;
დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის
სისტემური ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი;
ე) სააგენტოს ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გამოყენების
მიზნობრიობის კონტროლი. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების
უტყუარობის მიზნით არაფინანსური და ფინანსური აქტივების და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შემუშავება, შესყიდვების
პროცედურების განხორციელება, კონტროლი და ანალიზი;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
თ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 82. იურიდიული დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და
შეთანხმებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ
და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) ნორმატიული აქტების პროექტების, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების,
მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ე) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე
წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ორგანიზება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება,
გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე, მათი შემდგომი აღმოფხვრის
მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ი) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
მუხლი 10. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საერთო საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ანგარიშვალდებულია მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებაზე;
გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს, აკონტროლებს მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით.
3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ
უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევებში, მის მოვალეობას ასრულებს
უფროსის მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან სააგენტოს თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი.
მუხლი 11. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 12. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები;
გ) გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 13. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრის მოთხოვნისთანავე
წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
3. სააგენტოს, სამინისტროს თანხმობითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს
მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან
დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა
განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება
განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის
აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 14. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
მუხლი 15. დასკვნითი დებულებები
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის
ბრძანებით.