მიწის საინფორმაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
ა) მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება;
ბ) მიწის ბალანსის შედგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკადასტრო მონაცემების, სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავება;
დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული კამერალური საკადასტრო სამუშაოების შესრულება;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
თ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, როგორც მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის ორგანიზება;
ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვისა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
კ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ლ) საინვესტიციო გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) მიწის რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება და მართვის უზრუნველყოფა;
ნ) მიწათდაფარულობისა და მიწათსარგებლობის მონაცემთა ბაზის ფორმირება, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციული ნაკადების ინტეგრირება;
ო) სატელიტური სურათების დამუშავებით მიწათსარგებლობის მონიტორინგი;
პ) თანამგზავრული გადაღებების შედეგად მიღებული მასალების დეშიფრირება;
ჟ) მიწის საინფორმაციო სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა და ინტერგაცია სააგენტოსა და სამინისტროში არსებულ, ასევე სხვა სამინისტროების მონაცემთა ბაზებთან, ამ ბაზების მართვის სისტემებთან;
რ) გეომონაცემთა ბაზის ძველი ვერსიების შენახვა/დაარქივება;
ს) საარქივო მონაცემების აციფრვა, სივრცულ ფორმატში დამუშავება, ელექტრონული ასლების შექმნა და მართვა, ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ტ) მონაცემთა ბაზის შიდა მართვის სისტემიდან მონაცემების ერთიანი განახლება;
უ) „მიწის საინფორმაციო სისტემის მართვა, ელექტრონული პროგრამების განვითარება, მათში
დაცული მონაცემების დამუშავება, ელექტრონული სერვისების საშუალებით მონაცემების მიღება და გაცემა;
ფ) სტატისტიკური მონაცემების სისტემის შექმნა და მათი ანგარიშების მომზადება;
ქ) მონაცემთა ერთიანი ბაზის განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
ღ) თემატური ინფორმაციების და რუკების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოქვეყნების ან/და გამოცემის ორგანიზება;
ყ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში არსებული (შექმნილი, დაცული) საკადასტრო ინფორმაციის მომზადება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის რესურსების დაცვასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებითდონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება;
ჩ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ც) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის
წარდგენა;
ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.