სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მე-10 ეტაპის შედეგები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-10 ეტაპზე გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 12 დეკემბერს დაიწყო და 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.
პროგრამის დაწყებიდან 2024 წლის 31 იანვრამდე სულ გამოქვეყნდა 465 საძოვრის (საერთო ფართობი 44 675 ჰა.) კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები.
31.01.24-ის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 136 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 13 366 ჰა). ამათგან, 53 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 6935 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 83 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 6431 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.