საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მე-11 ეტაპის შედეგები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-11 ეტაპზე გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მარტს დაიწყო და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

პროგრამის დაწყებიდან 2024 წლის 30 აპრილამდე სულ გამოქვეყნდა 512 საძოვრის (საერთო ფართობი 47 638 ჰა.) კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები.

30.04.24-ის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 137 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 13 662 ჰა). ამათგან, 54 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 7231 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 83 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 6431 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.

 

ზევით ასქროლვა