2023 წელი - ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დედოფლისწყაროს, ქარელის, კასპის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წელს კონტრაქტორი კერძო კომპანიის მიერ განხორციელდა საინვენტარიზაციო სამუშაოები დედოფლისწყაროს, ქარელის, კასპის და დუშეთი მუნიციპალიტეტების მასშტაბით. მოხდა როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების თითოეული ნაკვეთის გამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული (შენარჩუნებული) მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება.
პროგრამის ფარგლებში ინვენტარიზაციას დაექვემდებარა როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.
2023 წელს ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სულ განხორციელდა 2718 ჰა ფართობის 5016 ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, მათ შორის: დედოფლისწყარო - 1503.3 ჰა, ქარელი - 499.73; კასპი - 560.83 ჰა, დუშეთი - 154.89. მიმდინარეობს ივენტარიზებული ქარსაფრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესი.