საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მე-12 ეტაპის შედეგები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-12 ეტაპზე გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 5 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.

პროგრამის დაწყებიდან 2024 წლის 18 ოქტომბრამდე სულ გამოქვეყნდა 522 საძოვრის (საერთო ფართობი 49 323 ჰა.) კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები.

18.10.2024-ის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 208 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 19 492 ჰა). ამათგან, 53 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 6 544 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 155 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 12 948 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.

ზევით ასქროლვა