საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა.

მინისტრმა გენადი კერძევაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გენადი კერძევაძეს სოფლის მეურნეობისა და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა და კარგად იცნობს სამინისტროს სისტემას. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება სააგენტოს საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას და დასახული ამოცანების შესრულებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გენადი კერძევაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში და სხვა ორგანიზაციებში.

2017-2026 წლებში გენადი კერძევაძე შპსსაქართველოს მელიორაციაშისხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული და ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობებზე. ბოლო პერიოდში იგი სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

გენადი კერძევაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სააგენტოს გუნდთან ერთად აქტიურად გააგრძელებს დასახული მიზნებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვასა და მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგს, მონაწილეობს მიწის მდგრადი მართვის, ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების, ასევე ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.

ზევით ასქროლვა