საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

იურიდიული დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

 

 

 

 

 

 

 

 

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

გ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) ნორმატიული აქტების პროექტების, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

ე) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ორგანიზება;

ვ) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ი) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საერთო საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ანგარიშვალდებულია მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებაზე;

გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს, აკონტროლებს მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი

აქტების პროექტებს;

ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით.

3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევებში, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი.

ზევით ასქროლვა