საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

2021 წელი - ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი თელავის მუნიციპალიტეტში

თელავის მუნიციპალიტეტში „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“  საპილოტე პროექტი, რომელსაც კონტრაქტორი კერძო კომპანია ახორციელებს, 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.

კომპანიის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდა როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული  ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების თითოეული ნაკვეთის გამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული (შენარჩუნებული) მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება. 

პროგრამის ფარგლებში ინვენტარიზაციას დაექვემდებარა როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.

სამუშაოების შედეგად აღრიცხულია 1446  ნაკვეთი საერთო ფართობით 355.08 ჰა, ისინი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ კანონის თანახმად, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ქარსაფარ ზოლად. კერძო მფლობელობაში არსებული ქარსაფარი ზოლის შემთხვევაში, მათთვის სტატუსის მინიჭება მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება.

 

 

ზევით ასქროლვა