2022 წელი - ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კონტრაქტორი კერძო კომპანიის მიერ 2020 წელს განხორციელდა საინვენტარიზაციო სამუშაოები საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მასშტაბით. მოხდა როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების თითოეული ნაკვეთის გამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული (შენარჩუნებული) მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება.
პროგრამის ფარგლებში ინვენტარიზაციას დაექვემდებარა როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.
2022 წელს ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზესულ განხორციელდა 916 ჰა ფართობის 1198 ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, რომელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვენტარიზებული 603 ქარსაფარი ზოლიდან - საერთო ფართით 345 ჰა. დარეგისტრირებულია 593 ქარსაფარი ზოლი - 321.87 ჰა., ხოლო საგარეჯოში ინვენტარიზებული 595 ქარსაფარი ზოლიდან - საერთო ფართით 571 ჰა დარეგისტრირებულია 444 ქარსაფარი ზოლი ფართობი - 417. 08 ჰა.