„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ 9 ეტაპის შედეგები
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2022-2023 წლებში სააგენტომ შეარჩია და 9 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 461 საძოვრის (საერთო ფართობი 44040 ჰა.) კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ზემოხსენებულ პერიოდში აუქციონის გზით იჯარით გაიცა 57 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 7313 ჰა), ხოლო პირდაპირი გადაცემის გზით - 86 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით 6912 ჰა).