ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საძოვრების/სათიბის კატეგორიით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რუკა
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რძის პროდუქტების მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და რეგისტრაციის“კომპონენტი.
სათიბ-საძოვრად იდენტიფიცირებულ დაურეგისტრირებელ, ასევე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში კატეგორიის გარეშე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე შეგროვდა საველე მონაცემები, ჩატარდა საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები და განხორციელდა მათი კატეგორიზაცია. მონაცემები შესათანხმებლად გაგზავნილი იქნა სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით სათიბ-საძოვრის კატეგორიით რეგისტრირებულია 16 687 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის შესახებაც მომზადებულია რუკა.
მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და რეგისტრაცია კვლავაც მიმდინარეობს და დასრულდება მიმდინარე წლის მაისის თვეში.