საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 20 იანვრიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის 145 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 7649 ჰა. მათ შორის: ასპინძა3, ახალციხე1, ნინოწმინდა12, ბორჯომი  - 12, დმანისი17, წალკა2, მარნეული5დედოფლისწყარო16,  საგარეჯო2, თელავი4, სიღნაღი11, ყვარელი5, ახმეტა4, გურჯაანი3ლაგოდეხი3, მცხეთა4, ყაზბეგი2, დუშეთი1, გორი -  9, კასპი1, ქარელი2, ხაშური1, წყალტუბო -  8, ბაღდათი1, ვანი -  6, ზესტაფონი - 1, ჭიათურა - 2, სენაკი - 2, წალენჯიხა - 1, ხობი -  2, ონი2.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის 12 ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 522 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები საერთო ფართობი 49 323 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 215 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 21 329 ჰა. მათგან, 60 მიწის ნაკვეთი, 8 381 ჰა, გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 155 ერთეული, 12 948 ჰა - პირდაპირი გადაცემის გზით.

მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge;   www.mepa.gov.ge).

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობისსახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია  იხილეთ ბმულზე:   https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013

 

ზევით ასქროლვა