მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ კორეელ სტუდენტებს უმასპინძლა
კორეის რესპუბლიკის კუკმინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც საქართველოში საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში იმყოფებოდნენ, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ.
უწყების საქმიანობა და სამომავლო გეგმები მათ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია ჯოხაძემ გააცნო.
განხილული იყო მდგრადი მიწათსარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკა, მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება.
სტუდენტებმა ინტერესი გამოხატეს მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით. კითხვები შეეხებოდა სააგენტოს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს, ტექნოლოგიებს მიწათსარგებლობის მონიტორინგისთვის და პოლიტიკის დანერგვის პროცესში ჩართული მხარეების თანამშრომლობას.
სააგენტო გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც გაუწიოს მასპინძლობა მსგავს საგანმანათლებლო შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით საერთაშორისო დიალოგის გაღრმავებას.