საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხემლისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილის სტატუსის მქონე პირთა საყურადღებოდ

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N497 დადგენილებით განსაზღვრული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხემლისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მონაწილის სტატუსის მქონე პირთა საყურადღებოდ!

სსიპ საქართველოს ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე აუქციონების გამოცხადება. პროგრამის მოთხოვნებთან  შესაბამისობაში მყოფმა პრეტენდენტებმა, რომლებთაც მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით ეცნობათ, აუქციონებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - https://eauction.ge/. პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი მონაწილის სტატუსის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირების რეგისტრაცია, აუქციონში მონაწილეობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

 

 

ზევით ასქროლვა