საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები


სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა

  1. ვის აქვს პროგრამაში მონაწილეობის უფლება

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და ამხანაგობას.

  1. რა ფართობის საძოვარზეა შესაძლებელი განაცხადის შემოტანა

პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ განაცხადი შემოიტანონ მათ მფლობელობაში არსებულ  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კოოპერატივის შემთხვევაში მეპაიეების მფლობელობაში, ხოლო ამხანაგობის შემთხვევაში წევრების მფლობელობაში არსებული) სულადობის პროპორციული ფართის საძოვარზე, კერძოდ: 

 პროგრამის ფარგლებში იჯარით გასაცემი საძოვრების ზღვრული დატვირთვის ნორმები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ერთ სულზე -  არანაკლებ 1 ჰა. და არაუმეტეს 1,5 ჰა;
  •  წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ერთ სულზე - არანაკლებ 0,2 ჰა. და არაუმეტეს 0,5 ჰა.

ამასთან, პრეტენდენტს უფლება აქვს, იჯარის უფლებით მიიღოს საძოვარი პროგრამით გათვალისწინებული საძოვრის ზღვრული დატვირთვის ნორმების პროპორციულად, რომელსაც გამოაკლდება მის მიერ (კოოპერატივის შემთხვევაში მეპაიეების, ხოლო ამხანაგობის შემთხვევაში წევრების მიერ) სახელმწიფოსაგან სარგებლობის უფლებით მიღებული ან/და საკუთრებაში არსებული საძოვრის ფართობი.

 

  1. რა სახის დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

პროგრმაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სსიპ -  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოში (მისამართი: ქ, თბილისი, შ.ნუცუბიძის ქუჩა N51 ა) მატერიალური ფორმით უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის შევსება ხდება ადგილზე, სააგენტოში), რომელსაც ასევე მატერიალური ფორმით თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

  1. განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 სამუშაო დღით ადრე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა - მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შესახებ, პირუტყვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით;
  2. ინფორმაცია პრეტენდენტის ან/და მის მეპაიეთა/წევრთა (კოოპერატივის შემთხვევაში მეპაიეების, ხოლო ამხანაგობის შემთხვევაში წევრების საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული საძოვრების შესახებ, ასევე მის ან/და მის მეპაიეთა/წევრთა სარგებლობაში არსებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრ(ებ)ის შესახებ შესაბამისი ამონაწერ(ებ)ით საჯარო რეესტრიდან;
  3. ფიზიკური პირის შემთხვევაში  - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  4. იურიდიული პირი შემთხვევაში -  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში ასევე მეპაიეთა რეესტრის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  5. ამხანაგობის შემთხვევაში:

üამხანაგობის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;

üერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება (შაბლონი იხ. მიბმულ ფაილად);

üამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

üუფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

  1. პროგრამის ეტაპები

 

  1. პროგრამაში ჩართული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებიდან პრეტენდენტი შეარჩევს მისთვის სასურველ მიწის ნაკვეთ(ებ)ს, რომლის ფართობიც პროპორციული უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებულ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობასთან (იხილეთ პუნქტი 2: რა ფართობის საძოვარზეა შესაძლებელი განაცხადის შემოტანა)
  2. განაცხადების მიღებისთვის განსაზღვრულ პერიოდში პრეტენდენტს სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოში შემოაქვს  განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად;
  3. განაცხადის განხილვის ეტაპზე, პრეტენდენტის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული მონაცემების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო განაცხადის მიღებიდან  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე ხარვეზის დადგენის შესახებ და პრეტენდენტს აძლევს 10 (ათი) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში პრეტენდენტის მიერ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ
  4. სააგენტო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და ადგენს მონაწილეთა სიას კონკრეტული საძოვრის მიწის ნაკვეთებზე წარდგენილი დაინტერესებების მიხედვით, ამასთან სააგენტო გაუგზავნის ინფორმაციას პრეტენდენტებს მათთვის პროგრამის მონაწილის სტატუსის მინიჭების თაობაზე,  ხოლო მონაწილეთა სიას აგზავნის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში;
  5. პროგრამით განსაზღვრული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის მიზნით სსიპ -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ატარებს აუქციონს ვებგვერდზე  www.eauction.ge
  6. შესაბამისი საძოვრის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ სსიპ -  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეულ პროგრამის მონაწილე(ებ)ს
  7. თუ სსიპ -  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი საძოვრის იჯარით გაცემის მიზნით შერჩეულია მხოლოდ ერთი მონაწილე, პროგრამაში მონაწილეს საძოვარი სარგებლობის უფლებით გადაეცემა აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის გზით;
  8. აუქციონში გამარჯვებულს საძოვარი იჯარით გადაეცემა 3 (სამი) წლის ვადით;
  9. აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში სსიპ -  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, სსიპ -  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეს შორის ფორმდება იჯარის ხელშეკრულება.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1005

 

 

 

ზევით ასქროლვა